კინო

ნინო ჟვანია: “ურუშაძე მიყვებოდა ზურას მკვლელობაზე გადაღებული “ცხელი ძაღლის” სეზონის ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმიანება.

“ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელობაზე გადაღებული “ცხელი ძაღლის” სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა კოპიო ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს.

ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში” – ამბობს ნინო ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს 53 წლის ასაკსი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კი გულის შეტევა სახელდება. ის 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, თუმცა მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა.

კომენტარები

კომენტარი