საშემსრულებლო ხელოვნება

3 იანვარს MONO HALL-ში Captain Hook-ი და DJ Emok-ი დაუკრავენ | TREEBAL

3 იანვარს, MONO HALL-ში TREEBAL-ი წარმოგიდგენთ ახალი წლის ივენთს – Iboga Records-ის შოუქეისს, პროგრესივ ფსაი-ტრანს სცენის ვარსკვლავთან Captain Hook-თან და ლეიბლის დამფუძნებელთან DJ Emok-თან ერთად.

Captain Hook – ფსიქოდელიური და პროგრესივ ტრანს სცენის ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი, მუსიკოსი და პროდიუსერია.

Reshef Harari ისრაელიდან, მუსიკალურ გზას 15 წლის ასაკში გაუდგა და შთაგონებული იყო ხმაზე ექსპერიმენტების ჩატარებით. მან ვინილების შეგროვება დაიწყო და დღეებს ატარებდა ფირსაკრავთან.

2003 წელს ის შეხვდა Domo Records-ის მფლობელს, Avi Nini-ს, მისი ლეიბლის ქვეშ დაიწყო DJ_ინგი. ამავე წელს, მან Adi Ashkenazi-სთან ერთად დააფუძნა პროექტი – Quantize. ამ დუომ სხვადასხვა ლეიბლებზე გამოსცა მუსიკა, ხოლო სადებიუტო ალბომი “Time” გამოიცა Iboga Records-ზე, 2009 წელს. 7 წლიანი კოლაბორაციის შემდეგ, 2009 წელს ორივე დამოუკიდებლად გაუყვა გზას.

მისი პოპულარობა მოჰყვა 2011 წელს გამოშვებულ სადებიუტო ალბომს “Human Design”, რომელმაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში მსოფლიო ტურში მოატარა. ალბომი მოიცავდა კოლაბორაციებს ისეთ არტისტებთან, როგორიცაა: Ace Ventura, Liquid Soul, Perfect Stranger, Loud, Tetrameth, Freedom Fighters და ა.შ.

ტურში, ორი წლის განმავლობაში ის მუშაობდა ალბომზე “Akashic Library” რომელიც მოიცავდა რემიქსებს, საუკეთესო ნაშრომებს და გამოიცა 2013 წელს.
Captain Hook -ს შეხვდებით ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, მსოფლიოს გარშემო, როგორიცაა: Universo Paralello, XXXPerience, Tribe & Atmosphere ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, Burning Man, Symbiosis Gathering & Eclipse, Pyramid lake შეერთებულ შტატებში, Ozora, Boom, Fusion, Flade & Antaris Project ევროპაში, Rainbow Serpent & Eclipse Festival ავსტრალიაში.

DJ Emok ლეიბლის Iboga Records-ის თანადამფუძნებელია Banel-თან ერთად, რომელიც დღესდღეობით ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი დაფასებული და წარმატებული ლეიბლი. წვდომა უახლეს გამოუცემელ ტრეკებთან მას აძლევს საშუალებას, დაუკრას უნიკალური, ექსკლუზიური სეტები, რითიც საცეკვაო მოედანს მსოფლიოს მასშტაბით იპყრობს. DJ სეტები და Live გამოსვლები, წელიწადის განმავლობაში 20-ზე მეტ ქვეყანაში მეტყველებს მის მსოფლიო პოპულარობაზე.

წვეულება დავით ბაქრაძის 2 ნომერში 3 იანვარს, 23:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი