ლიტერატურა

ლიტერატურული პრემია “საბას” 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლიდნენ

ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა და ჟიურიმ 7 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა. 

წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში გაიმარჯვა აკა მორჩილაძის, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). 
ასევე ნომინირებული იყო: ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“); 
ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული – გაიმარჯვა ზაალ სამადაშვილის „ოსტატთან შეხვედრა“-მ,  (გამომცემლობა „ინტელექტი“). ასევე ნომინირებული იყო: ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“); ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა); გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული – გამარჯვებულია ზაზა ბიბილაშვილის „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა). ასევე ნომინირებული იყო: ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“); ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“). 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – გამარჯვებულია ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“). ასევე ნომინირებული იყო: ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“); სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში); ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა); სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ (გაზეთი „ბათუმელები“). 

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – გაიმარჯვა ნილს სიმეონმა (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და თემურ ბაბლუანმა, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ასევე ნომინირებული იყო: ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და ილია ჭანტურია „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“). 

წლის საუკეთესო პიესა – გამარჯვებულია ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში. ასევე ნომინირებული იყო: მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge); ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“). 

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – გამარჯვებულია ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის ორლანდო (სულაკაურის გამომცემლობა) და ნანა ტონია, ევრიპიდეს ჰეკაბე (გამომცემლობა ლოგოსი). ასევე ნომინირებული იყო: ლევან ბერძენიშვილი, ესქილეს ორესტეა (სულაკაურის გამომცემლობა); მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიშის შტილერი (სულაკაურის გამომცემლობა); გურამ ღონღაძე, იენ მაკიუენის ქვიან სანაპიროზე (სულაკაურის გამომცემლობა); ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის ველური პალმები (გამომცემლობა არტანუჯი); დავით ახალაძე, ჯონათან საფრან ფოერის უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს (გამომცემლობა დიოგენე); მაია ბადრიძე, ფრიდრიხ დიურენმატის მინოტავრი. დავალება (გამომცემლობა დიოგენე); თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს დღის მიწურულს (გამომცემლობა პალიტრა L). 

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა მანანა გიგინეიშვილს.

კომენტარები

კომენტარი