ვიზუალური ხელოვნება

ნახეთ: 120 ათას დოლარიანი ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში ცნობილმა ინსტალაციების შემქმნელმა და პროვოკაციების მოყვარულმა იტალიელმა მხატვარმა, მაურიციო კატელანმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება თავისი უცნაური ნაშრომით. ამჯერად, მისი არტ-ინსტალაცია, კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი, მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 120 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

მაურიციო კატელანის ბანანი ნიუ-იორკში გამოფენაზე ქართველმა არტისტმა დეივიდ-დათუნამ შეჭამა.

“ეს არის პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი,“ – ამბობს ბანანის ჭამისას დეივიდ-დათუნა.

მის ამ საქციელს გამოფენაზე მყოფი ვიზიტორების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა, დეივიდ-დათუნამ თქვა, რომ როდესაც ერთი არტისტი მეორე არტისტის ნამუშევარს ჭამს, ეს თავად ხელოვნებაა.

“მე მიყვარს კატელანის ინსტალაციები. ბანანი ძალიან გემრიელი იყო.” – წერს არტისტი.

ინსტალაცია, სახელწოდებით “კომიკოსი”, თავდაპირველად, ემანუელ პეროტინის გალერეაში გამოფინეს. მისი თქმით, კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი გლობალური ვაჭრობის, ორაზორვნებისა და კლასიკური იუმორის სიმბოლოა. 

მაურიციო კატელანს ხშირად მოიხსენებენ როგორც აბსურდისა და სიმულაკრის ოსტატს. ის თვითნასწავლი მხატვარია. თავდაპირველად, მისი ხელოვნება მიუღებელი და სასაცილოც კი იყო, თუმცა დღეს ის თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტისტია. მან შეძლო და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საზოგადოებაში მყარად არსებული აზრი იმის შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში ხელოვნება.

კომენტარები

კომენტარი