კინო

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

Rustavi2-ის ცნობით, 53 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ.

რეჟისორის გარდაცვლებას უკვე გამოეხმაურა მსახიობი გიორგი ნაკაშიძე.

“გენიალური, საინტერესო და მხიარული  ადამიანი გარდაიცვალა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხელშესახებად ბედნიერი დღეების მთავარი მონაწილე იყო. ეს შემიძლია ვთქვა,” – განაცხადა მსახიობმა.

ზაზა ურუშაძის რეჟისორობით გადაღებულია 6 ფილმი და ორი ტელესერიალი. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია “მანდარინები”.

ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და “ოსკარზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

კომენტარები

კომენტარი