საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის არტ-ინსტალაცია აუქციონზე $150 ათასად გაიყიდა

მსოფლიოში ცნობილმა ინსტალაციების შემქმნელმა და პროვოკაციების მოყვარულმა იტალიელმა მხატვარმა, მაურიციო კატელანმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება თავისი უცნაური ნაშრომით. ამჯერად, მისი არტ-ინსტალაცია, კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი, მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

ინსტალაცია, სახელწოდებით “კომიკოსი”, თავდაპირველად, ემანუელ პეროტინის გალერეაში გამოფინეს. მისი თქმით, კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი გლობალური ვაჭრობის, ორაზორვნებისა და კლასიკური იუმორის სიმბოლოა.

მაურიციო კატელანს ხშირად მოიხსენებენ როგორც აბსურდისა და სიმულაკრის ოსტატს. ის თვითნასწავლი მხატვარია. თავდაპირველად, მისი ხელოვნება მიუღებელი და სასაცილოც კი იყო, თუმცა დღეს ის თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტისტია. მან შეძლო და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საზოგადოებაში მყარად არსებული აზრი იმის შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში ხელოვნება.

კომენტარები

კომენტარი