კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

“სოთბის” აუქციონზე რუბენსის ნახატი გაიყიდება

ცოტა ხნის წინ, “სოთბის” აუქციონმა რუბენსის ტილოს “ღვთისმშობელი ყრმა იესოსთან, წმინდა ელისაბედთან და იოანე ნათლიმსცემელთან ერთად” გაყიდვის შესახებ განაცხადა. ტილო, რომელზეც 1946 წლიდან დღემდე არაფერი იყო ცნობილი, “სოთბის” აუქციონზე იანვრის მთავარი ლოტი იქნება.

აუქციონის სახლის ექსპერტების განცხადებით, ამ ტილოს შექმნისას რუბენსი ლეონარდო და ვინჩისა და ჯულიო რომანოს ნამუშევრებით იყო შთაგონებული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ნახატს მკვლევარი ლუდვიგ ბურჰარდი შეისწავლიდა. ერთი წლის შემდეგ, ის ერთ-ერთ კერძო კოლექციაში მოხვდა და წლების განმავლობაში მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნახატის შესახებ მეცნიერთა და ხელოვნების ისტორიკოსთა წრეშიც კი დიდი არაფერი იცოდნენ. სახალხოდ ის მხოლოდ 1951 წელს, ნიუ-იორკში გამოფინეს. ახლა, რუბენსის ამ ტილოს საწყისი ფასი 8 მილიონი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი