კინო

კვენტინ ტარანტინომ წლის სამი საუკეთესო ფილმი დაასახელა

Awards Ace-ს წარმომადგენელმა, ერიკ უებერმა კვენტინ ტარანტინოსთან საუბრისას, რეჟისორს წლის სამი საყვარელი ფილმის დასახელება სთხოვა. ტარანტინომ 2019 წელს გამოსულ ფილმებს შორის მარტინ სკორსეზეს “ირლანდიელი”, ალექსანდრ აჟას “ხაფანგი” და მაიკლ ფლენეგანის “ექიმი ძილი” გამოარჩია.

საიდუმლო არაა, რომ ტარანტინო საშინელებათა ფილმების მოყვარულია. წელსაც, დასახელებული 3 საყვარელი ფილმიდან 2 საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება.

მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი უკანასკნელი ფილმი სწორედ ამ ჟანრის იქნება. ამ ეტაპზე, რეჟისორი წიგნზე მუშაობს, მოგვიანებით, სატელევიზიო პროექტის შექმნაზე ფიქრობს. სწორედ, ამის მერე დაიწყებს ის ახალ ფილმზე მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი