კინო

აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საბჭომ წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა

აშშ-ის კინოინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გაერთიანებამ, კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საბჭომ, წლის საუკეთესო ფილმად მარტინ სკორსეზეს “ირლანდიელი” დაასახელა.

“ირლანდიელის” მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, 27 სექტემბერს შედგა. მასშტაბურ, ოთხსაათიან ფილმში, რომლის ბიუჯეტიც 160 მილიონია, ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში.

ფილმი, რომლის მოქმედებაც ომის შემდგომ ამერიკაში ვითარდება, ორგანიზებული დანაშაულების ეპიკურ საგას წარმოადგენს და ჩარლზ ბრანდტის რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე, ფრენკ შირანზე გვიყვება, რომლის როლსაც რობერტ დე ნირო ასრულებს. სიკვდილის წინ, ის თავის განვლილ ცხოვრებას გადაავლებს თვალს. ომის შემდგეგ ის პროფესიონალი მკვლელი გახდა, რომელმაც 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის არის ფროფკავშირის ცნობილი მეთაური, ჯიმი ჰოფიც. სწორედ მისი საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების ირგვლივ ტრიალებს ფილმის სიუჟეტიც.

კინოკრიტიკოსთა შეფასებით, წლის საუკეთესო რეჟისორი კვენტინ ტარანტინოა, ფილმისთვის “ერთხელ ჰოლივუდში”. საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ ადამ სენდლერი (“Uncut Gems”) და რენე ზელვერგი (“Judy”).

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საუკეთესო ფილმის ნომინაცია “მწვანე წიგნს” ერგო, რომელმაც მოგვიანებით “ოსკარიც” მიიღო.

კომენტარები

კომენტარი