კინო

“და ჩვენ ვიცეკვეთ” სანდენსის კინოფესტივალზე 3853 ფილმს შორის შეარჩიეს

ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” სანდენსის კინოფესტივალზე Spotlight სექციაში საჩვენებლად შეარჩიეს.

ფესტივალზე, რომელიც 23 იანვარს გაიხსნება, სულ 3853 ფილმი გაიგზავნა და მათგან მხოლოდ 118 შეირჩა.

სანდენსის კინოფესტივალი, ყოველწლიური ფესტივალია, რომლის  მიზანიც ამერიკული ფილმების ჩვენება, გამოფენა და დამოუკიდებელი კინოს პოტენციალის აღნიშვნაა. ფესტივალი ყოველწლიურად მოიცავს შემდეგ საკონკურსო პროგრამებს: ამერიკული და საერთაშორისო მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე – მოკლემეტრაჟიანი. ასევე, ცალკე განყოფილება ყოველთვის ეთმობა იმ არასაკონკურსო ფილმებს, რომელთა შორისაცაა დამწყები და უკვე ღვაწლმოსილი რეჟისორების ფილმების პრემიერები.

“სანდენსის” საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში ყოველწლიურად ტარდება ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც “მოცეკვავეს ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა. ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გამოვა. 

კომენტარები

კომენტარი