კინო კულტურა

ჰომოფობიური ორგანიზაციები კინოთეატრ “ამირანთან” კვლავ აქციას მართავენ

ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ ​კინოთეატრ„ამირანთან“ კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში მიმდინარე კინოფესტივალის ფარგლებში ხდება ქართული ტრადიციების შელახვა და ლგბტქ-თემის პოპულარიზაცია. 

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია თამარ შავგულიძის ფილმის “კომეტები” ჩვენება.

ფილმის, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, სცენარზე თავად თამარ შავგულიძემ იმუშავა. მასში მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი