საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“მუსიკა ამოძრავებს ევროპას” – სასტუმრო რუმსში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართება

10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსში შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში და შემოქმედებითი ევროპის ირლანდიისდესკი გიწვევთ ერთობლივ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს მუსიკის პროფესიონალებისთვის.

“ღონისძიების განმავლობაში თქვენ მოისმენთ ინფორმაციას ევროკომისიის საპილოტე პროგრამის შესახებ, სადაც ანგელა დორგანი გამართავს პრეზენტაციას First music Contact შესახებ, ხოლო დერმოტ ო კალაგანი ისაუბრებს პროექტის Sing Ireland შესახებ.

ამასთან, ქეთი ლოურის შემოქმედებითი ევროპის ირლანდიის დესკის ხელმძღვანელი ისაუბრებს წარმატებულ ირლანდიურ პროექტებზე, რომლებმაც მიიღეს შემომქედებითიევროპის დაფინანსება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხელოვანები გამოიყენებენ ამ ღონისძიებას, როგორცირლანდიასთან თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობად.” – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

დღის წესრიგი:

11.30 რეგისტრაცია

12:00-13:00 შემოქმედებითი ევროპა მუსიკისთვის და მუსიკა ამოძრავებს ევროპას

13:00 – 14:00 ირლანდიის გამოცდილება

14: 00-14: 30 ყავის შესვენება

14:30 – 15:30 პრეზენტაცია: First Music Contact (ანგელა დორგანი)

15:30 – 16:30 პრეზენტაცია: Sing Ireland (დერმოტ ო’კალაგანი)

16:30 – 17:00 შედეგების შეფასება

17:00 – 18:00 Networking Drinks

კომენტარები

კომენტარი