კინო

საქართველო ევროსაბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

ევროპის საბჭოში საზეიმოდ ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიხსნა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს საქართველო, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საშობაო ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რამაც შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ევროსაბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის დათმობილ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს საიმიჯო და საპრომოციო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, ბროშურები და ბუკლეტები ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ღვინის უძველესი კულტურისა და ქართული ენის შესახებ.

ევროსაბჭოს საშობაო ბაზრობა მიმდინარე წელს 2 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს ორივე შენობაში იმართება: პირველ კვირაში ბაზრობას „ევროპის სასახლე“, ხოლო მეორე კვირაში „აგორა“ მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი