კინო ლიტერატურა

5 წიგნი, რომელთა ეკრანიზაციებიც 2020 წელს გველის

“არტნიუსი” გთავაზობთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელთა ეკრანიზაციებიც 2020 წელს გველის.

სტივენ კინგი, “The Outsider”

ეს იქნება მინისერიალი, რომელიც ტელეარხ HBO-ზე გავა. მისი რეჟისორები ჯეისონ ბეიტმანი და ჯეკ ბენდერი არიან. მთავარ როლებში კი ბენ მენდელსონს, ჯეისონ ბეიტმანს, სინთია ერივოს და სხვებს ვიხილავთ.

სიუჟეტის მიხედვით, ქალაქ ფლინტში სასტიკი მკვლელობა ხდება. ქალაქის ცენტრალურ პარკში პოლიცია 11 წლის ბიჭის გვამს პოულობს. ყველა მტკიცებულება, თითის ანაბეჭდებიც კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტერი მეიტლენდმა ჩაიდინა. თუმცა, ის ქალაქში პატივსაცემი კაცია, არის ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ბავშვთა მწვრთნელი, ინგლისურის მასწავლებელი და ორი შვილის მამა. ნუთუ, მას შეეძლო ასეთი რამის ჩადენა? ტერის სერიოზული ალიბი აქვს, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს: მკვლელობის მომენტში ის სხვა ქალაქში იმყოფებოდა, თუმცა მას არავინ უჯერებს. საქმის გამოძიებას დეტექტივი რალფ ანდერსონი ჰკიდებს ხელს.

აგატა კრისტი, “Death on the Nile”

5 книг, которые ждут экранизации в 2020 году (фото 1)

მისი რეჟისორი კენეტ ბრანია, რომელიც ფილმში მთავარ როლსაც ასრულებს. მწარმოებელი კი კინოსტუდია 20th Century Fox-ია. ფილმში მონაწილეობენ: გალ გადოტი, ალი ფაზალი, ანნეტ ბენინგი, ლეტიშია რაიტი და სხვები.

სიუჟეტის მიხედვით, მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე, ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად ეგვიპტეში თბომავალი “კარნაკით“ მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. ერთ დღეს, სახელგანთქმული მეძებარი (პუარო) ლინეტს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღს და მიზეზსაც, მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.

ჯეკ ლონდონი, “The Call of the Wild”

ეს იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც კომპიუტერული ანიმირების საშუალებით იქნება შექმნილი. ჯეკ ლონდონის წიგნის ეკრანიზაციაზე კინოსტუდია 20th Century Fox-ი იმუშავებს. ფილმის რეჟისორი კრის სანდერსი იქნება.

ფილმის მოქმედება იუკონში, 1980-იან წლებში ვითარდება. ესაა კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების პერიოდი. ამ დროს დიდი მოთხოვნა იყო მარხილის ძაღლებზე. სიუჟეტის ცენტრში ძაღლი, სახელად ბეკია, რომელიც კალიფორნიაში, სანტა კლარას რანჩოზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მას მოიპარავენ და ალასკაზე მარხილის ძაღლად გაყიდიან, ის ველურ გარემოს უბრუნდება. ბეკი იძულებულია, იბრძოლოს მარხილის სხვა ძაღლებთან, რათა მოიპოვოს უპირატესობა მკაცრ კლიმატში. საბოლოოდ, ის კარგავს მოთვინიერებული ცხოველის ცივილიზებულ სახეს, იბრუნებს მისი მოდგმის პირველყოფილ ინსტინქტებს და სწავლობს, როგორ უნდა გახდეს ველურ სამყაროში ლიდერი.

ეი ჯეი ფინი, “The Woman in the Window”

ინგლისელი რეჟისორის, ჯო რაიტის ფილმში მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს. მასთან ერთად, ფილმში უაიატ რასელი, გერი ოლდმენი, ჯულიანა მური და სხვები მონაწილეობენ.

ფილმის სიუჟეტი ძალიან ჰგავს ალფრედ ჰიჩკოკის კლასიკას – “ფანჯარა ეზოს მხარეს”, თუმცა ახალი კინოსურათი მისი რიმეიქი არ იქნება. ფინის თქმით, ამ რომანის შექმნისას მისი შთაგონება, სწორედ, ჰიჩკოკის ფილმი იყო.

სიუჟეტის ცენტრში ფსიქოლოგი ენ ფოქსია, რომელიც სივრცის შიშით, აგორაფობიით იტანჯება. უკვე თვეებია, რაც ის სახლიდან არ გასულა და წამლებსა და ალკოჰოლს სვამს. ერთ დღეს, ფოქსი მის მეზობლად მომხდარ საზარელ დანაშაულს შეესწრება, თუმცა მისი არავის სჯერა – არც მეზობლებს, არც ოჯახსა და არც პოლიციას, სწორედ ამიტომ მისი მთავარი მიზანი ამ დანაშაულის გამოძიება ხდება.

ტერი პრატჩეტი, “Guards! Guards!”

guards guards by terry pratchett-ის სურათის შედეგი"

ტერი პრატჩეტის ლიტერატურული სამყაროს ეკრანიზაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო. ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს მისი ერთ-ერთი წიგნის, “მცველებო! მცველებო!” მიხედვით გადაღებული სერიალი გველოდება, რომელიც სულ 8 წპიხოდით იქნება წარმოდგენილი.

სერიალის მოქმედება ე.წ. “ბრტყელ პლანეტაზე” ვითარდება. ესაა უზარმაზარი დისკი, რომელიც ოთხი სპილოს ზურგზე დგას, სპილოები კი გიგანტური კუს ბაქანზე დგანან. ამ სამყაროს მთავარი ქალაქი ანკ-მორპორკია, რომელიც დასახლებულია ადამიანებით, ტროლებით, ჯუჯებით, მაქციებით, ვამპირებითა და ზომბებით. ყველა მათგანი საკუთარი უფლებებისა და დასაქმებაში თანასწორობისთვის იბრძვის. ქალაქის წესრიგზე პასუხისმგებელი კი ღამის დაცვაა.

კომენტარები

კომენტარი