კინო საშემსრულებლო ხელოვნება

კიტ ჰარინგტონმა განმარტა, რატომ მოკლა მისმა გმირმა დეინერისი

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავმა, ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა, კიტ ჰარინგტონმა, ფინალური სეზონის იმ ყველაზე მოულოდნელ სცენაზე ისაუბრა, რომელმაც სერიალის ირგვლივ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. საუბარია სცენაზე, სადაც ჯონ სნოუ საყვარელ ქალს, დეინერისს კლავს.

ჰარინგტონის თქმით, რკინის ტახტთან მისვლისას მის გმირს დეინერისის მოკვლა მიზნად არ ჰქონდა. ამ საშინელ გადაწყვეტილებამდე ის მათმა უკანასკნელმა საუბარმა და დეინერისის სიტყვებმა მიიყვანა.

“ჯონმა ბოლო მომენტამდე არ იცის, რომ დეინერისის ღალატს გადაწყვეტს. მის თავში ნელნელა მწიფდება და გროვდება ის მიზეზები, რომლებიც საბოლოოდ აიძულებენ ამ ქმედების ჩადენას. დენი არ აპირებს სხვა ადამიანების გადაწყვეტილებაში ჩარევას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩემი დების მოკვლას აპირებს და ჩვენს ოჯახებს შორის ბრძოლა იწყება” – განმარტა ჰარინგტონმა.

შეგახსენებთ, რომ, ახლა HBO “სამეფო კარის თამაშების” პრიქველზე მუშაობს, რომელიც ტარგარიენთა დინასტიის ისტორიას მოგვითხრობს. სერიალი, სახელწოდებით “დრაკონის სახლი”, ჯორჯ მარტინის ცნობილ რომანთა სერიაზე იქნება დაფუძნებული.

კომენტარები

კომენტარი