კულტურა ლიტერატურა

გიორგი კეკელიძე: “ლევილში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება”

საფრანგეთში, ლევილის მამულში მალე ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

“მოლაპარაკების შედეგად, ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორნაწილიანი იქნება — ერთი პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე – დიდი ქართული ბიბლიოთეკა” – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც იცით, ლევილის მამული 1922 წელს, სახელმწიფო სახსრებით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ: ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ. მათი მიზანი მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. 2016 წელს, ლევილის ისტორიული მამული საქართველოს ოფიციალურად გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი