კინო

ნახეთ: ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პირველი თიზერი გავრცელდა

დენიელ კრეიგის მონაწილეობით ჯეიმს ბონდის ბოლო, ახალი ფილმის პირველი ტრეილერი 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. მანამდე კი ფილმის ოფიციალურ Twitter-გვერდზე 14-წამიანი თიზერი გავრცელდა.

ფილმის სახელწოდებაა „სიკვდილის დრო არ არის“, კრეიგი ბოლოჯერ შეასრულებს ბონდის როლს, მანამდე კრეიგმა ჯეიმს ბონდი 5 ფილმში განასახიერა.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში აგენტი 007 ელექტრომანქანას მართავს. მთავარი გმირისთვის ტრანსპორტის ეს სახეობა თავად რეჟისორმა, კერი ფუკუნაგამ შეარჩია. მან არჩევანი Aston on Martin Rapid E.-ზე შეარჩია, რომლის ღირებულებაც 329 ათასი დოლარია. 

ცნობილია, რომ ფუკუნაგა არა მხოლოდ ეკოლოგიისთვის მებრძოლი აქტივისტია, არამედ თავად თანამშრომლობს Aston Martin-თან.

კომენტარები

კომენტარი