საშემსრულებლო ხელოვნება

დეტალები მაიკლ ჯექსონის შესახებ დადგმულ მიუზიკლზე

როგორც იცით, სულ მალე, 25 იანვარს, ლოს-ანჯელესში, მაიკლ ჯექსონის ცხოვრების შესახებ დადგმული მიუზიკლის, “For The Love Of A Glove”-ს პრემიერა შედგება.

აღსანიშნავია, რომ მიუზიკლის პროდიუსერი ჯონი დეპია. წარმოდგენაში მთხრობელად ჯექსონის ცნობილი თეთრი ხელთათმანი მოგვევლინება. სცენაზე მსახიობების გარდა, ჯგუფ “The Jackson 5”-ის წევრების თოჯინებსაც ვიხილავთ.

როგორც იცით, ჯექსონი თეთრ ხელთათმანს ყოველთვის მარცხენა ხელზე ატარებდა. მას რამდენიმე ასეთი ხელთათმანი ჰქონდა. მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ზოგი მათგანი აუქციონზე გაიყიდა, ზოგი კი მუზეუმებშია.

მიუზიკლის სცენარისტი ჯულიენ ნიტცბერგია. მისი თქმით, თავდაპირველად, ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმისთვის სთხოვეს სცენარის დაწერა. მომღერლის გარშემო აგორებული სკანდალისა და პედოფილიის ბრალდების გამო, სცენარისტს ძალიან გაუჭირდა მუშაობა. სწორედ ამიტომ შემოიტანა მან სიუჟეტში ხელთათმანი, როგორც პერსონაჟი. მისი იდეით, სწორედ თეთრი ხელთათმანია იმ ყველაფერში დამნაშავე, რასაც პოპის მეფეს აბრალებენ, რადგან ის “კოსმოსიდან მოვიდა და პატარა ბიჭების სისსხლით იკვევება”.

მოგვიანებით კი ფილმის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს ეს სცენარი მიუზიკლისთვის გამოეყენებინათ.

კომენტარები

კომენტარი