კინო

ცნობილია, როდის დაიწყება მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის გადაღებები

კომპოზიტორმა რობი რობერტსონმა გამოცემა Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის და მარტინ სკორსეზეს მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისუბრა, მათ შორის ფილმ “ირლანდიელზეც”. კომპოზიტორმა ისიც აღნიშნა რომ მუსიკის წერა უკვე დაიწყო სკორსეზეს ახალი პროექტისთვის, რომლის გადაღებებიც 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ახალი ფილმის სიუჟეტი დევიდ გრანის რომანზეა დაფუძნებული (“Killers of the Flower Moon”). მოქმედება გასული საუკუნის 20-იან წლებში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ინდიელი ხალხია. ისინი საკუთარ მიწაზე ნავთობის აღმოჩენის შემდეგ უმდიდრესი ადამიანები ხდებიან, თუმცა მალე, ინდიელები ერთმანეთის მიყოლებით, უცნაურ ვითარებაში იხოცებიან.

უკვე ცნობილია, რომ სკორსეზეს ახალ ფილმში მთავარი როლები ლეონარდო დიკაპრიოსა და რობერტ დე ნიროს ერგოთ.

კომენტარები

კომენტარი