შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მთავარი ინსტრუმენტების გარეშე – #ერთადმუსიკისთვის

სოციალურ ქსელ ფეისბუქში უკვე სამი დღეა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასახმარებლად კამპანია #ერთადმუსიკისთვის გამოჩნდა, რომელიც მიზნად კონსერვატორიაში არსებული მატერიალური პრობლემების მოგვარებას ისახავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა და რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით აწარმოებს ამ ქვეყნის მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათს, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი.

სამუსიკო სასწავლებელში არსებული პრობლემების შესახებ “არტნიუსი” კონსერვატორიის რექტორს, ნანა შარიქაძეს საუბრა:

“დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. არსებობს როგორც შიდა გამოწვევები, ისე გარე პრობლემებიც. ჩვენ ორი ტიპის პრობლემა გვაქვს. პირველი, ესაა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიუჯეტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თანაც იმის გათვალისწინებთ, რომ ესაა ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც უმაღლეს სამუსიკო განათლებას აძლევს აქ მყოფ მუსიკოსებს და ამასთან ერთად, აწარმოებს ქვეყნის სავიზიტო ბარათს საკმაოდ წარმატებით, უკვე 102 წელიწადია. მეორე ტიპის პრობლემება კი შეეხება ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით კი როიალს. როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ ესმის რატომ მხოლოდ როიალი. საქმე იმაშია, რომ ყველა სხვა ინსტრუმენტისგან განსხვავებით, როიალი ემსახურება არა მარტო იმ მუსიკოსებს, რომლებიც სწავლობენ საფორტეპიანო მიმართულებით, არამედ მათაც, ვისაც სხვა ინსტრუმენტებზე სურს სპეციალიზება. მაგალითად, სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტები, თუნდაც ვოკალი. ყველა აქ ჩამოთვლილს აკომპანიატორად სჭირდება როიალი, ეს ცენტრალური ინსტრუმენტია. გამომდინარე აქედან, ყველა ქვეყანაში როიალების ექსპლუატაციის ვადა არის ბევრად უფრო პატარა, ვიდრე სხვა ინსტრუმენტის. განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში ეს 5-7 წლამდეა, შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კი როიალები 10 წელიწადში ერთხელ იცვლება. ” – ამბობს კონსერვატორიის რექტორი.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში როიალები სამ ეტაპად ხვდებოდა: პირველად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში კონსერვატორიამ ყველანაირი რესურსი მოიკრიბა. მათ შორის, როიალები შემოწირეს კერძო კოლექციონერებმა და მეცენატებმა. მეორედ, რუსული ანექსიის ანუ 1921 წლის შემდეგ რამდენიმე ძლიერი ტალღა აგორდა როიალების შემოტანისა, თუმცა ეს ხდებოდა ცენტრალურად მოსკოვიდან 1930-იან და 1940-იან წლებში. მესამედ, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა ე.წ. ესტონია, საბჭოთა კავშირის სერიული წარმოშობის როიალები, რომელიც ვრცელდება ყველა საბჭოთა ქვეყანაში.

“თუ კი თქვენ ამ როიალს უვლით შესაბამისად, რაც გულისხმობს ტემპერატურის, ტენიანობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებას, ექსპლუატაცია, ინდივიდუალური მოხმარების პირობებში, დასაშვებია მაქსიმუმ 20-30 წლის ვადით. განვმეორდები, ინდივიდუალური მოხმარების პირობებში და არა სამეცადინო აუდიტორიის მოხმარების პირობებში, როცა როიალზე დღეში 10-12 საათი იკვრება. ჩვენთან, ფაქტობრივად, 90-იან წლებიდან დასრულდა სამეცადინო როიალების არა თუ შემოტანა, არამედ შეკეთება და განახლება. ჩვენ ისინი რამდენჯერმე შევაკეთეთ, კაპიტალურად შევცვალეთ, თუმცა გვყავდა გერმანელი ოსტატი მოწვეული, რომელმაც განაცხადა, რომ როიალები აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას. საერთო ჯამში, მას ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა, შეკეთებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, გამოყენებისთვის უსარგებლოა.”

კითხვაზე, თუ რა არის კამპანიის მიზანი და რა სტრატეგიით იმოქმედებენ კამპანიის ინიციატორები, ნანა შარიქაძემ შემდეგნაირად გვიპასუხა:

“ჩვენ კონსერვატორიაში გვაქვს 119 როიალი და ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ რაოდენობის როიალების გამოცვლა დღესდღეობით შეუძლებელია, რადგან საჭიროებს კოლოსალურ თანხებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, წამოგვეწყო კამპანია #ერთადმუსიკისთვის, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო, კერძო სექტორი და სახელოვნებო საზოგადოება გაერთიანდება. საუბარია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაქვს წლებზე გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც, სამივე სექტორის ჩართულობით, შეგროვდება რესურსი კონსერვატორიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ვალდებულია ჩართული იყოს ამ გეგმაში, რადგან ეს ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მსოფლიოში ყველამ იცის ელისო ვირსალაზე, ხატია ბუნიათიშვილი, გიორგი გაგნიძე, ოთარ ჯორჯიკია, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი, ლიზა ლეონსკაია და ა.შ. ჩვენ, კონსერვატორიის კურსდამთავრებულებს გვსურს ჩვენივე რესურსის გამოყენებაც. ცხადია, ვერ არ შეგვიძლია ერთიანად მილიონის შემოწირულობას, თუმცა საქველმოქმედო ღონისძიებებითა და კონცერტებით, სხვადასხვა კომპანიებთან რეკომენდაციებით შევძლებთ ჩვენი წვლილის შეტანას ამ საქმეში. ჯერჯერობით 3 დღეა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კამპანია და უკვე დაგვიკავშირდა რამდენიმე ადამიანი რომელთაც, შეძლებისდა გვარად, ჩვენი დახმარება სურთ. რაც შეეხება კერძო სექტორს, ჩემთვის დაუჯერებელია ადამიანს, რომელსაც ფული აქვს, მივაკითხოთ, ავუხსნათ საქმის ვითარება, დავუსახელოთ სახელები და მან უბრალოდ ამაში ფულის ჩადება არ მოინდომოს.

“არტნიუსი” დაინტერესთა ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის კონსულტაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლებს, რაზეც შარიქაძემ გვიპასუხა, რომ ისინი ერთხელ შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს, ბადრი მაისურაძეს კონსერვატორიაში არსებული სხვადასხვა პრობლემის თაობაზე:

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფოსთვის არასამართლიანია. შეიძლება ითქვას, რომ ამან განაპირობა კიდეც ერთობლივი ძალისხმევის იდეაც. დავესესხები გოგი ჭიჭინაძეს, ჩვენ თვიოთონ უნდა დავიწყოთ მოქმედება, არ უნდა დაველოდოთ სხვას. პირველი ქმედება ვთვლით, რომ მაინც კონსერვატორიამ უნდა განახორციელოს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთელს საზოგადოებას, რომ რითიც შეგვიძლია – შემოქმედებით, შრომით და ნიჭიერებით – შეგვაქვს წვლილი იმ საქმეში, რასაც ქვეყნის ერთდერთი კონსერვატორიის საციცოხლოდ აუცილებელი პრობლემის მოგვარება ჰქვია. პარალელურად, ჩვენ ერთხელ შევხვდით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბადრი მაისურაძეს, რომელმაც ძალიან კარგად იცის კონსერვატორიაში არსებული პრობლემები. ამასთან ერთად, იგეგმება სახელოვნებო უმაღლესების შეხვედრაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან, სადაც ასევე გვექნება საუბარი კონსერვატორიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ სახელმწიფო ჩვენს დახმარებას აუცილებლად შეეცდება.” – განაცხადა ნანა შარიქაძემ.

მიმღების ბანკი:  სახელმწიფო ხაზინა (GEO)                                                

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

სახაზინო კოდი: 708907509

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია

ს/კ: 203850813

სტატია მოამზადა ლექსო ლობჟანიძემ

კომენტარები

კომენტარი