კინო

დენი ელფმანი: “სერიალ “სიმფსონებისთვის” ეს ბოლო სეზონია”

ამერიკელმა კომპოზიტორმა, დენი ელფმანმა, რომელიც ცნობილი ანიმაციური სერიალის, “სიმფსონების” მუსიკის შემქმნელია, განაცხადა, რომ სერიალი ახალი სეზონის შემდეგ დაიხურება.

“როგორც ვიცი, სერიალი დასასრულისკენ მიდის. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გავიგე, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნება” – აღნიშნა მან გამოცემა Joe-სთან საუბრისას.

დენი ელფმანი ჰოლივუდის ძალიან ცნობილი კომპოზიტორია. ის არაერთი ცნობილი ფილმის მუსიკის შემქმნელია, თუმცა მის გამორჩეულ ნამუშევრად, სწორედ, “სიმფსონებისთვის” დაწერილი მუსიკა ითვლება, რომელიც უკვე 30 წელია ყველა სერიის დაწყების წინ ჟღერს. ეს მელოდია ელფმანმა 1989 წელს დაწერა.

შეგახსენებთ, რომ “სიმფსონების” ახალი სეზონის პრემიერა 6 ოქტომბერს, Fox TV-ზე შედგა. მანამდე, სან-დიეგოში გამართულ საერთაშორსო ფესტივალზე, Comic-Con-ზე, სერიალის შემქმნელმა, მეთ გრეინინგმა, სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ მზადაა, გადაიღოს მეორე სრუმლეტრაჟიანი ფილმი სიმფსონებზე, რომელიც 2007 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევრის “სიმფსონები კინოში” გაგრძელება იქნება. მეთ გრეინინგის თქმით, დროის ასეთი დიდი შუალედი განაპირობა იმან, რომ სერიალზეც და სრულმეტრაჟიან ფილმებზეც ერთი და იგივე შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს და შესაბამისად, რთული იყო, სეზონებს შორის არსებულ დროის მონაკვეთში სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნაზე ფიქრი.

კომენტარები

კომენტარი