სტილი, დიზაინი

სელინ დიონი დემნა გვასალიას შექმნილი კაბით გამოჩნდა

კანადელმა პოპ-სცენის მომღერალმა, სელინ დიონმა, ცოტა ხნის წინ, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსი აცვია. ლურჯი კაბა, რომლითაც მომღერალი მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარსდგა, Balenciaga-ს 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანა.

აღსანიშნავია, რომ სელინ დიონი ხშირად ირჩევს ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილ სამოსს. ცოტა ხნის წინ, პარიზის მოდის კვირეულზე ის Vetements-ის მაისურით გამოჩნდა. მანამდე, მომღერალმა Vetements-ის ჰუდიც შეიძინა, რომელიც “ტიტანიკისა“ და მისი მთავარი გმირების, – როუზისა და ჯეკის პრინტით იყო გაფორმებული.

celine dion vetements-ის სურათის შედეგი"
celine dion balenciaga hoodie-ის სურათის შედეგი"

შეგახსენებთ, რომ Balenciaga-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში დიზაინერმა კომპიუტერულ სისტემაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, ტექნოლოგიების გავლენაზე საზოგადოებასა და მსოფლიოზე.

კომენტარები

კომენტარი