სტილი, დიზაინი

მოდის სახლი Roberto Cavalli არაბმა მილიარდერმა იყიდა

არაბმა მილიარდერმა, ჰუსეინ საჯვანმა, იტალიური მოდის სახლი – Roberto Cavalli იყიდა. გარიგება 2019 წლის 28 ნოებერს შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

ჰუსეინ საჯვანი დეველოპერი და კომპანია Damac Properties-ის დამაარსებელია. ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ის სამყაროს 1000 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორისაა.

მედიაში არ სახელდება საჯვანის მიერ გადახდილი თანხის ზუსტი რაოდენობა, თუმცა ზაფხულში, როცა პირველად გავრცელდა ხმები ბრენდის გაყიდვის შესახებ, ის 160 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

დიზაინერმა რობერტო კავალიმ მოდის სახლი ფლორენციაში, 1975 წელს დააარსა. ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და ინტერიერის ნივთებს ქმნის. 2014 წლიდან მოდის სახლის შემოსავლები შემცირდა, რამაც კომპანიას ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

გაყიდვამდე, ბრენდი იტალიურ საინვესტიციო კომპანიას, Clessidra-ს ეკუთვნოდა. 2015 წელს, მან მოდის სახლის 90%-იანი წილი, არაოფიციალური მონაცემებით, 390 მილიონ ევროდ იყიდა, რობერტო კავალი კი მხოლოდ 10%-იანი წილის მფლობელად დარჩა.

კომენტარები

კომენტარი