კინო

ამერიკული კინოსტუდიები ფილმების არალეგალურად ჩვენების გამო საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გავლენიანი ამერიკული კონუსტუდიების დისტრიბუტორი კომპანია, Motion Picture Association of America დაუკავშირდა და სპეციალური წერილით გააფრთხილა, რომ ქართულ ინტერნეტსაიტებზე ჰოლივუდური ფილმების არალეგალური განთავსების გამო შეშფოთებულები არიან, – ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს.

ქართული კინოთეატრების წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, სხვადასხვა სანქციების სახით პრობლემები შეექმნებათ, როგორც ქართულ კინოთეატრებს, ისე ტელევიზიებს.

Motion Picture Association of America ისეთი გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორი კომპანია, როგორებიცაა Walt Disney, Netflix, LLC; Paramount Pictures, Sony Pictures, Universal City Studios და Warner Bros. Entertainment Inc.

კომენტარები

კომენტარი