ლიტერატურა

ივანიშვილი: “აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება?”

“იმედის” გადაცემა “სვოტ ანალიზის” ავტორმა ნიკა ლალიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლა.

ივანიშვილის ინტერვიუ გუშინ, 27 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა. მან ნაციონალური მოძრაობის მმართველობა ჯორჯ ორუელის რომანს, 1984-ს შეადარა.

“აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება? მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს. აი, გეგონება, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო”, — განაცხადა გადაცემა Swot ანალიზში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

ჯორჯ ორუელი 1903 წელს ინდოეთში დაიბადა. მომდევნო წლიდან კი ცხოვრება ინგლისში გააგრძელა. ორუელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები “ცხოველების ფერმა” და “1984”-ია. ეს უკანასკნელი რომანი ტოტალიტარული რეჟიმის ყოფასა და მექანიზმებს აღწერს.

კომენტარები

კომენტარი