კინო

ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმები, რომლებსაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახავთ

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში ჩატარდება.

მე-20 ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მხოლოდ ეროვნული კონკურსი. „ქართული პანორამის“ ფარგლებში გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს, ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში.

„ქართულ პანორამას“ ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის „ არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ასევე ჟიურიში იქნება ჰეზერ სტიუარტი (ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი), ნიკოლას სელი (ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის „ რომას“ პროდიუსერი) და პაბლო დე ვიტა (არგენტინელი კინოკრიტიკოსი)

„უარყოფითი რიცხვები“ – უტა ბერია

უარყოფითი რიცხვები ბერაია-ის სურათის შედეგი

“უარყოფითი რიცხვები” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

„ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“- დიმიტრი ცინცაძე

inhale exhale tsintsadze-ის სურათის შედეგი

ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმმა “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ფილმი ფესტივალის ჟიურის უმაღლესი ჯილდოთი – გრან-პრით დაჯილდოვდა, მთავარი როლის შემსრულებელს, სალომე დემურიას კი პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიენიჭა.

ფილმში ყოფილი ექიმი ირინა პატიმრობის შემდეგ სახლში ბრუნდება. მისი მიზანი ერთია – იპოვნოს საკუთარი თავის, აღიდგინოს გარშემო მყოფთა ნდობა და ახალი ცხოვრება დაიწყოს.

„ღორი“ – გიგა ლიკლიკაძე

ღორი ლიკლიკაძე-ის სურათის შედეგი

გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი “ღორი” ფესტივალის მთავარ კონკურსში იყო წარმოდგენილი. ფილმის სიუჟეტი რეალურ ისტორიას ეფუძნება და მოგვითხრობს ამბავს ბიჭზე, რომლის გამტაცებლებიც მშობლებს გამოსასყიდის სახით ჯერ 300 ლარს, შემდეგ კი ღორს სთხოვენ. 

„კომეტები“- თამარ შავგულიძე

კომეტები შავგულიძე-ის სურათის შედეგი

ფილმი, რომლის რეჟისორიც თამარ შავგულიძეა, ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულს აღწერს და მასში მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.

„კომეტების” სცენარზე რეჟისორმა თავადვე იმუშავა. პროდიუსერები კი თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე არიან. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.  

„ბოროტმოქმედი“ – დიმა მამულია

დიმიტრი მამულია ბოროტმოქმედი-ის სურათის შედეგი

“ბოროტმოქმედი” საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის 25 წლის ინჟინერის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.

„ოქროს ძაფი“ – ლანა ღოღობერიძე

ოქროს ძაფი ღოღობერიძე-ის სურათის შედეგი

ლანა ღოღობერიძის ფილმი “ოქროს ძაფი” ეროვნულ კონკურსში მონაწილეობს და მოგვითხრობს 80 წლის მწერალ ქალზე, რომელთანაც საცხოვრებლად ალცჰაიმერით დაავადებული ქალი, მირანდა გადმოდის. მწერლის მყუდროება სწორედ ამ დროს ირღვევა, რადგან მირანდამ, როგორც ყოფილი საბჭოთა მაღალი რანგის ფუნქციონერმა, ერთ დროს მისი ერთ-ერთი წიგნი აკრძალა. 

კომენტარები

კომენტარი