შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ინსტრუმენტების გარეშეა – სოციალურ ქსელში კამპანია #ერთადმუსიკისთვის დაიწყო

სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასახმარებლად კამპანია #ერთადმუსიკისთვის დაიწყო, რომელიც მიზნად კონსერვატორიაში არსებული მატერიალური პრობლემების მოგვარებას იახავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, ნანა შარიქაძის თქმით, სასწავლებელში არსებული ინსტრუმენტები საბჭოთა კავშირის დროინდელია და შეკეთებას არ ექვემდებარება.

“კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით აწარმოებს ამ ქვეყნის მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათს, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი. ” – ამბობს ნანა შარიქაძე.

“არტნიუსი” დაწვრილებით ინფორმაციას ხვალ შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი