კინო

ცნობილია, როდის გაიმართება “ახალი პაპის” პრემიერა

სერიალ „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელება „ახალი პაპის“ პრემიერა HBO-ზე 13 იანვარს გაიმართება.

როგორც იცით, სერიალში მთავარ როლებს ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ. პროექტი, სახელწოდებით “ახალი პაპი” “ახალგაზრდა პაპის” გაგრძელებაა. მისი რეჟისორი პაოლო სორენტინოა.

ცნობილია, რომ ახალ სეზონში ძველ მსახობებთან, ხავიერ კამარასთან, სილვიო ორლანდოსა და სესილ დე ფრანსთან ერთად, ახალ მსახიობებს, მერლინ მენსონს, შერონ სტოუნს, იულია სნიგირსა და სხვებს ვიხილავთ.

სიუჟეტის მიხედვით, როცა რომის პაპი ლენი ბელარდო (ჯუდ ლოუ) კომაში ვარდება, ვატიკანი მისი შემცვლელის, ახალი პაპის ძიებს იწყებს. ყველაზე ღირსეული კანდიდატი არისტოკრატი ჯონ ბრენოქსი (ჯონ მლკოვიჩი) აღმოჩნდება, რომელიც სედითა და მწუხარებით იტანჯება.

შეგახსენებთ, რომ სერიალი, წელს, ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენეს. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ახალი სეზონი “ძალიან მდიდარი, შესანიშნავი და იდუმალი” გამოვიდა.

ცნობილია, რომ ახალი სეზონი სულ 9 სერიით იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი