არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

გაშიფრული საიდუმლო მესიჯი თეთრ სახლში

პრეზიდენტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომიტეტის წევრები არ არიან პირველი მაღალჩინოსნები, რომლებიც ტრამპს დაშორდნენ მისი კომენტარების გამო. გუშინ დილით პრეზიდენტმა მიიღო გამაკრიტიკებელი წერილი, სადაც 16 ცნობილი მხატვარი, არქიტექტორი, შემსრულებელი და ავტორი აკრიტიკებდა მას იმის გამო, რომ გაათავისუფლა ის ხალხი, რომლებიც ადრე პრეზიდენტს რეკომენდაციას უწევდნენ, ასევე გენერალური დირექტორიც.

ცნობილი მსახიობის კალ პენის აზრით, ტრამპისთვის ღირებული არაა ის, რაც სხვა ამერიკელებისთვისაა და თუ პრეზიდენტი ვერ ხვდება რაზე საუბრობს იგი, მაშინ ისინი მოითხოვენ მის გადადგომას. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ზემოთხსენებული 16 ავტორი ხელს აწერს. ამ სტატუსს 25 000-ზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა.

თუმცა აღსანიშნავი სხვა რამეა. მიხვედრილმა დამკვირვებლებმა შეამჩნიეს სხვა მესიჯი ამ წერილში. პირველად ამას ჰანთერ კოლეჯის ხელოვნების ისტორიის პროფესორმა, მაიკლ ლობელმა მოჰკრა თვალი. თუ თქვენ წაიკითხავთ ყოველი აბზაცის პირველ ასოს, მიიღებთ სიტყვა RESIST, რაც ქართულად წინააღმდეგობას ნიშნავს.

secret message in white house-ის სურათის შედეგი

 

კომენტარები

კომენტარი