საშემსრულებლო ხელოვნება

ბილი აილიში გამოცემა Billboard-ის წლის საუკეთესო ქალი არტისტი გახდა

პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ Billboard 17 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში წლის ქალ არტისტად დაასახელა. ის ასაკით ყველაზე პატარაა, ვინც გამოცემას წლის არტისტად დაუსახელებია.

“ეჭვგარეშეა, რომ 2019 წელი იყო ბილი აილიშის წელი. ის ახალგაზრდებს დაეხმარა თავი საზოგადოების წევრებად ეგრძნოთ, რაც აისახა კიდეც იმაში, რომ სწრაფად დაიმკვიდრა მომღერალმა ადგილი ჩარტების სათავეში.” – განაცხადა ჟურნალის დირექტორმა, ჰანა კარპმა.

შეგახსენებთ, რომ აილიში ამ სტატუსს ოფიციალურად საკუთარ დაბადების დღემდე 6 დღით ადრე, 12 დეკემბერს, გამოცემის ყოველწლიურ ღონისძიებაზე Women in Music მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი