კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

სერიალმა, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, Emmy-ს ჯილდო მიიღო

გუშინ, ნიუ-იორკში ამერიკული სატელევიზიო პრემიის, “ემის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორც იცით, ის იმ საუკეთესო სატელევიზიო პროექტებისთვის გაიცემა, რომლებიც აშშ-ში იქმნება.

წელს, “ემის” ჯილდო “საუკეთესო დრამატული სერიალის” კატეგორიაში “Mc Mafia” გახდა, რომელშიც მთავარ როლებს ჯეიმს ნორტონი და მერაბ ნინიძე ასრულებენ. ჯილდო სერიალის რეჟისორს, ჯეიმს უოტკინსსა და სერიალის შემოქმედებით გუნდს გადაეცა.

სერიალი ტელეკომპანია BBC-ისა და AMC-ის საერთო წარმოებაა. მისი სიუჟეტი ბრიტანელი ჟურნალისტის, მიშა გლენის 2008 წელს გამოცემულ წიგნზეა დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ სერიალის პრემიერა 2018 წლის 1 იანვარს შედგა.

კომენტარები

კომენტარი