კინო

ილონ მასკმა “რიკი და მორტიში” საკუთარი პერსონაჟი გაახმოვანა

ანიმაციური სერიალის, “რიკი და მორტის” მეოთხე სეზონის მესამე ეპიზოდში გამოჩნდა პერსონაჟი, რომელიც ამერიკელმა გამომგონებელმა და Tesla Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გაახმოვანა. სერიალში გამომგონებელს ილონ ტუსკი ჰქვია. ალტერნატიულ რელობაში მას ეშვები აქვს და კომპანია Tuskla-ს მმართველია.

აღსანიშნავია, რამენიმე თვის წინ, მასკმა Twitter-ზე სახელი შეიცვალა და ილონ ტუსკი დაიწერა. მაშინ განმარტა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, თუმცა ახლა, საფიქრებელია, რომ ეს ილონ ტუსკის პერსონაჟზე მითითება იყო.

შეგახსენებთ, რომ “რიკი და მორტი” ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ანიმაციური სერიალია, რომელიც შეშლილი მეცნიერისა და მისი შვილიშვილის საინტერესო თავგადასავლებს მოგვითხრობს.

მისი პრემიერა 2013 წლის 2 დეკემბერს შედგა. ჯასტინ როილენდისა და დენ ჰერმონის პროექტმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ მალე, შეშლილმა მეცნიერმა, რიკ სანჩესმა და მისმა შვილიშვილმა – მორტიმ, მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვეს.

სერიალის შთაგონება იყო ფილმის “უკან მომავალში” ანიმაციური სახის პაროდია, რომელიც როილენდმა Channel 101-ის ფესტივალისთვის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე სერიალის მხოლოდ 31 ეპიზოდი არსებობს. ცოტა ხნის წინ, WarnerMedia-ს პრეზენტაციაზე მისმა შემქნელებმა კიდევ 70 ეპიზოდს გადაიღება დააანონსეს.

სერიალის მეოთხე სეზონის პრემიერა, 10 ნოემბერს, Adult Swim-ზე შედგა.

კომენტარები

კომენტარი