კინო

ბრიუსელში თენგიზ აბულაძის “მონანიება” უჩვენეს

ბრიუსელში Regained Freedom International Film Festival გაიმართა, სადაც თენგიზ აბულაძის ფილმის ჩვენება შედგა, – ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

“მონანიება” კინოფესტივალზე რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ წარადგენა, როგორც ფილმის სცენარის ავტორმა.

თენგიზ აბულაძემ ფილმი 1984 წელს გადაიღო. “მონანიებას” მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“; პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988). ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 წელს ლენინური პრემიაც მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი