კულტურა

ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ მოიპოვა.

ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში ჩატარდა. ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკეა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო პირველი, რომელსაც (1982 წელს) „საჭადრაკო ოსკარი“ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი