კინო

“ბოჰემური რაფსოდიის” პროდიუსერი მაიკლ ჯექსონზე ფილმს გადაიღებს

ოსკარის ლაურეატი პროდიუსერი, გრემ კინგი, მაიკლ ჯექსონზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. მუსიკოსის ოჯახმა ფილმის შექმნაზე თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა.

ცნობილია, რომ ფილმის სცენარზე ჯონ ლოგანი (“ავიატორი, “გლადიატორი”) იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი სტუდია იქნება ფილმის მწარმოებელი. არც ის ვიცით, როდის დაიწყება მთავარი როლისთვის მსახიობის ძიება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფილმის პარალელურად, ბროდვეის თეატრში ჯექსონის ცხოვრებაზე მიუზიკლი – “MJ” მზადდება. სპექტაკლის პრემიერა 2020 წელს შედგება.

შეგახსენებთ, რომ მარტში, ტელეარხ HBO-ზე მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავიდა, სახელწოდებით “Leaving Neverland”. ფილმში ორი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ისინი ბავშვობაში ჯექსონის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ფილმმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთი მხრივ, მომღერლის ფანები აპროტესტებდნენ მას და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებდნენ, მეორე მხრივ კი, უამრავმა რადიოსადგურმა და სხვადასხვა კომპანიამ ჯექსონის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი