საშემსრულებლო ხელოვნება

მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში, Treadstone-ში გადაიღეს

მსახიობი მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში, Treadstone-ში გადაიღეს.

როგორც დაანონსებულია, სერია მისი მონაწილეობით მომავალ სამშაბათს გავა ეთერში. საკაბელო არხი USA Network-ი სერიალის პირველი სეზონის მეშვიდე სერიის ანონსს ინტერნეტში ავრცელებს.

„თრედსტოუნი“ არის სპინოფი და მოვლენები სპეცაგენტ ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სერიალის სიუჟეტის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „თრედსტოუნის“ მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

კომენტარები

კომენტარი