კულტურა

Marvel-ის პირველი კომიქსი აუქციონზე გაიყიდა

Marvel კომიქსების პირველი ჟურნალი, დალასში, Heritage Auctions-ზე რეკორდულ ფასად, – 1,26 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

პირველი ნომერი, რომელშიც ხალხმა Marvel-ის კომიქსების გმირები გაიცნო, 1939 წელს გამოვიდა. აუქციონზე გაყიდულ ჟურნალში, Marvel Comics No. 1-ში, პირველად გამოჩნდნენ ადამიანი-ჩირაღდანი და ნეიმორი.

აღნიშნული გამოცემის პირველი მყიდველი იყო ფოსტალიონი პენსილვანიიდან. ჟურნალის მდგომარეობა აუქციონზე 9,4 ქულით შეაფასეს (ათბალიანი სისტემით).

შეგახსენებთ, რომ ამ ჟურნალის გაყიდვამდე, რეკორდი Marvel Comics-ის 1962 წლის გამოცემას ეკუთვნოდა. სწორედ იმ ნომერს, რომელშიც პირველად გამოჩნდა ადამიანი-ობობა.

კომენტარები

კომენტარი