საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინეთ: მასტერმა და ნათია დუმბაძემ რიგით მეორე ერთობლივი სიმღერა გაავრცელეს

რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა და მომღერლმა ნათია დუმბაძემ რიგით მეორე ერთობლივი სიმღერა “ნეკი ნეკისა” გაავრცელეს.

ჩანაწერი, რომლის პროდიუსერიც Faby Beats-ია, რეპერის ოფიციალურ იუთუბ არხზე 21 ნოემბერს გამოქვეყნდა. სიმღერის ტექსტი და მუსიკა მასტერს ეკუთვნის, კლიპზე კი CHCHX Productions-მა იმუშავა.

სიმღერის პრემიერა თავდაპირველად „ფორტუნა პლუსის“ ეთერში 23 ოქტომბერს შედგა.

შეგახსენებთ, რომ პავლიაშვილისა და დუმბაძის კოლაბორაცია რიგით მეორეა. ზაფხულში მათმა დუეტმა ქართველ მსმენელს ჰიტი “არ უყურო დროს” შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი