სტილი, დიზაინი

Victoria’s Secret-ის შოუ აღარ გაიმართება

Victoria’s Secret-ის მოდური ჩვენება 2019 წელს აღარ გაიმართება.

25-წლიანი მუშაობის შემდეგ, L Brands-მა, რომელიც თეთრეულის ყველასთვის ცნობილი ბრენდს ფლობს, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დაესრულებინა.

Victoria’s Secret-ის ჩვენებები 1995 წლიდან ტარდება. 2013 წელს შოუს 9.7 მილიონი ადამიანი უყურებდა, 2018 წელს კი სულ 3,3.

“სამწუხაროდ შოუ წელს არ გაიმართება. ეს ჩემთვის უცხოა, რადგან თითქმის ყოველი წლის ამ პერიოდში ვვარჯიშობ და ანგელოზობისთვის ვემზადები. დარწმუნებული ვარ, რომ შოუ მომავალში დაბრუნდება, ისინი ბრენდინგზე მუშაობენ და ახალ გზებს იპოვიან, რადგან ვიქტორია სიქრეთის შოუ მსოფლიოში საუკეთესო შოუა”, – ამბობს მოდელი შანინა შეიკი.

ბრენდმა შოუების გაკეთება 1995 წლიდან დაიწყო. ის პოპ-კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა და ყოველწლიურად ტელევიზორებთან მილიონობით მაყურებელს აგროვებდა.

კომენტარები

კომენტარი