შემოქმედებითი ინდუსტრიები

2018 წლის ბიუჯეტიდან ტურიზმის განსავითარებლად იუმორინას შემოქმედებითი ჯგუფი 350 ათასით დაფინანსდა

საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად იუმორინას შემოქმედებითი ჯგუფი ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარით დაფინანსდა, – ამის შესახებ On.ge წერს.

ეს თანხა გასულ წელს Check in Georgia-ს ფარგლებში მიუზიკლ ჩხიკვთა ქორწილის ჩატარებას მოხმარდა. ღონისძიება 2018 წლის 28 აგვიტოს Black Sea Arena-ზე გაიმართა.

ხელშეკრულების თანახმად, მიუზიკლის შემოქმედებითი ჯგუფის ანაზღაურება 2 000-დან 15 000-ლარამდე მერყეობდა. მონაწილე მსახიობთა ჰონორარი კი 500-დან 3 000 ლარამდე. ყველაზე მაღალანაზღაურებადი არწივის როლის შემსრულებელი იყო, რომელსაც 3 000 ლარი გადაუხადეს, ყველაზე ნაკლები (500 ლარი) კი ბარტყის როლის შემსრულებელს მისცეს.

2018 წლის ღონისძიებების ორგანიზებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ Black Sea Arena-ს 20 მილიონი ლარი გამოუყო. აღნიშნული თანხა პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს უნდა მოხმარებოდა, რომელშიც, ძირითადად, ქართველი მონაწილეები მიიღებდნენ მონაწილეობას. ასე მოხდა ჩხიკვთა ქორწილის შემთხვევაშიც.

კომენტარები

კომენტარი