შემოქმედებითი ინდუსტრიები

30 ნოემბერს Art Hall Venue Robert Babicz-ს, Stimmhalt-ს Sound Stuff-სა და Endorphins-ს უმასპინძლებს

30 ნოემბერს Art Hall Venue Robert Babicz-ს, Stimmhalt-ს Sound Stuff-სა და Endorphins-ს უმასპინძლებს.

Robert Babicz წარმოშობით პოლონელი არტისტია, რომელიც 1980 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. მისი მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და პირველი სადებიუტო რელიზი 1992 წელს შედგა. Robert Babicz 8 ალბომის და უამრავი სინგლის ავტორია.

ლეგენდარულ მუსიკოსთან ერთად, ქართველი მსმენელის წინაშე ადგილობრივი არტისტებიც წარდგებიან.

Stimmhalt-ი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც დიდი გზა
გაიარა საქართველოს ელექტრონული მუსიკიდან მსოფლიოს წამყვან ფესტივალებამდე, როგორიცაა Burning Man, Decibel ფესტივალი და ა.შ.
მისი მუსიკა ქვეყნდება: Crosstown Rebels, Get Physical Music x Kindisch, Akbal Music, Seven villas, L’enfant terrible Records, Underyourskin Records, Exotic Refreshment და ა.შ.

Endorphins-ი ქართული ელექტრონული სცენის წამყვანი დუოა, მათი მუსიკა გამოირჩევა მელოდიური და ღრმა მელოდიური ტექნოს ჟღედარობით.

რაც შეეხება Sound Stuff-ს, ის სამი მუსიკოსის (Sergi Stuff, Gio Stuff, Levan Stuff) მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც აერთიანებს House, Techno და Minimal Techno ჟღერადობას.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ცოტნე დადიანის 26 ნომერში, 30 ნოემბერს, 22:00 საათიდან დილის 8 საათამდე გასტანს.

წვეულებაზე მისულ მსმენელს ბარი, მოსასვენებელი ოთახი და კვების ობიექტი დახვდებათ. აგრეთვე, მოეწყობა სტარტაპები და სხვა მრავალი გასართობი. Art Hall-ის ეზოს ტერიტორიაზე იმუსავებს პარკირების სერვისიც

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი