კინო

ნივთები სერიალ “მეგობრებიდან” აუქციონზე გაიყიდება

3 დეკემბერს, კომპანია Warner Bros. Television და პლატფორმა Prop Store, სერიალ “მეგობრების” 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქველმოქმედო აუქციონს ჩაატარებენ.

ლოტებს შორის იქნება რეკვიზიტები, კოსტიუმები და დეკორაციები სერიალის გადაღებებიდან: Central Perk-ის ცნობილი დივანი; კანოე, რომელშიც ჩენდლერი და ჯოუი ბინის გაქურდვის შემდეგ ისხდნენ; ფიბის დის პორნოკასეტა; ჯოუის სათამაშო პინგვინი და ა.შ.

აუქციონზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაცია The Trevor Project-ში, რომელიც ლგბტ ადამიანების სუიციდის პრევენციაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ საკულტო სერიალს 25 წლის იუბილე Google-მა, Ralph Lauren-მა, Lego-მ და IKEA-მ მიულოცეს. HBO Max-ის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ახალი სერიების გამოშვებას აპირებენ, მსახიობთა სრული შემადგენლობით.

კომენტარები

კომენტარი