კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ემილია კლარკი GOT-ის შიშველ სცენებზე: “გადაღებებს შორის საპირფარეშოში ვტიროდი”

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავმა, ემილია კლარკმა, ცოტა ხნის წინ, Armchair Expert-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის შიშველ სცენებზეც ისაუბრა.

კლარკმა გაიხსენა პირველი სეზონის ერთ-ერთი სცენა, სადაც მას პირველად მოუწია უამრავი ადამიანის წინაშე გახდა და სრულიად შიშველი გადაღება. მსახიობის თქმით, ეს მისთვის იმდენად დიდი დისკომფორტი იყო, რომ გადაღებებს შორის საპირფარეშოში ტიროდა ხოლმე.

“მანამდე ასეთი მასშტაბური პროექტის გადაღებაზე არასდროს ვყოფილვარ. გადაღებებზე სულ ორჯერ ვიყავი და ახლა, ვდგავარ გადასაღებ მოედანზე სრუალიად შიშველი, უამრავი ადამიანის წინაშე და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, არც ის ვიცი, ჩემგან რა ელიან. რაც თქვენ გინდათ, მეც ის მინდა” – იხსენებს კლარკი.

მისი თქმით, ყველა ამ შინაგანი შიშის გადალახვაში კოლეგა და მისი პარტნიორი სერიალში, ჯეისონ მომოა დაეხმარა. სწორედ მან ასწავლა ემილიას, რომ გადასაღებ მოედანზე წესები თავად უნდა დაეწესებინა.

მსახიობმა ისიც გაიხსენა, რომ იმ სცენის გადაღებისას, რომელშიც დროგო (ჯეისონ მომოა) ძალადობდა დეინერისზე, მომოა უფრო ბევრს ტიროდა, ვიდრე კლარკი. “ახლა ვხვდები, როგორ გამიმართლა ჯეისონში, რადგან მის გარეშე შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო. ის ყოველთვის ამბობდა: მიეცით ემილიას მოსასხამი, სულ კანკალებს. ჩემ მიმართ იყო ძალიან კეთილი და ყურადღებიანი. ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე” – აღნიშნა კლარკმა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის პირველ სეზონში ჯეისონ მომოა ქჰალ დროგოს, – დეინერის ტარგარიანის ქმრის როლს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი