კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

საბურთალოზე უსახელო ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, გოძიაშვილის სახელობის ბაღის (წითელი ბაღის) მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუჩა 19 ნოემბრიდან მომღერლის, გიო ხუციშვილის სახელს ატარებს. მომღერლის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა. 

მომღერლის სახელობის ქუჩის გახსნა ოფიციალურად მომავალ კვირას, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად იგეგმება.

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გარდაცვალებამდე ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი