კულტურა

ნანკა კალატოზიშვილი: ,,მიშას შიშითა და ზიზღით არაფერზე ხმას აღარ იღებთ”

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ის საზოგადოების იმ ნაწილს აკრიტიკებს, ვინც საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიშითა და ზიზღით პროტესტს არ გამოთქვამს.

“მიშას შიშით სამშობლოს გაყიდვა? და კიდევ ჩვენ გვიყენებენ პოლიტიკოსები? ვისხდეთ ასე შეშინებულები და მხოლოდ არჩევნების წინ გაახსენდეთ ნაცების ჩადენილი დანაშაულები რომ არის გამოსაძიებელი. მერე ისევ დაიკიდებენ 8 წლით, არჩევნების წინ აუცილებლად რამეს გამოიძიებენ, ნუ დაგპირდებიან მაინც. მიშას შიშითა და ზიზღით არაფერზე ხმას აღარ იღებთ. სამაგიეროდ, პუტინის ზიზღით და შიშით, რუს ტურისტებს, თანახმა ხართ, იქით გადაუხადოთ საკუთარი ჯიბიდან, ბოდიშს უხდით ყოველ ნაბიჯზე პუტინს, რომელმაც გადაუარა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ხოდა ვერ დაგეწიეთ პრიორიტეტებში. ჯერ ერთი ომი ხომ არ მოგვეგო, ქვეყნისთვის, რომელიც ერთი გვაქვს. – წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ 2020 საარჩევნო პროცესი პროპორციულ სისტემით არ გაიმართება. როგორც წინასწარ ნავარაუდევი იყო, დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა 5 თვის წინ 93 დეპუტატის ხელმოწერით დაადასტურა, კანონმდებლებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი