ლიტერატურა

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” დარგობრივმა კომისიამ, მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.

ნომინანტების სია ასე გამოიყურება:

თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე;
კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი;
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია;
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე;
მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი;
სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე;
ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე.

ლაურეატები დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს 19:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოვლინდებიან და დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი