შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლონდონში ვაგინის მუზეუმი იხსნება

16 ნოემბერს, ლონდონში, მსოფლიოში ვაგინის პირველი მუზეუმი გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმი მთლიანად შემოწირულობით შეიქმნა. (ათასზე მეტმა ადამიანმა 50 ათასი ევრო შეაგროვა). მუზეუმის დირექტორის, ფლორენს შეხტერის თქმით, მან ამ პროექტის განხორციელება გადაწყვიტა იმიტომ, რომ ისლანდიაში არსებობს პენისის მუზეუმი და არსად არაა მუზეუმი, რომელიც გინეკოლოგიურ ანატომიას მიეძღვნებოდა.

“უბრალოდ, მიყვარს ვაგინები. მე ბისექსუალი ქალი ვარ” – განაცხადა შეხტერმა მედიასთან საუბრისას.

ვაგინის მუზეუმში პირველი გამოფენა, სახელწოდებით Muff Busters, ვაგინის შესახებ მითებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებს მიეძღვნება. ექსპოზიცია მოგვითხრობს არასწორ წარმოდგენებზე: ჰიგიენის, ქალის გენიტალიების გარეგნული მხარის, მენსტრუაციის, სექსისა და კონტრაცეფციის შესახებ.

“სამყაროს თითქმის 50 %-ს აქვს ვაგინა. ყველა მისი საშუალებით მოვევლინეთ ქვეყანას. და მაინც, ის დღემდე აკრძალულ თემად რჩება” – წერია მუზეუმის შესასვლელში გამოკრულ პოსტერზე.

შეგახსენებთ, რომ ექსპოზიციის ნახვა, რომელიც თებერვლამდე გაგრძელდება, ონლაინაც არის შესაძლებელი. მისი მონახულება კი უფასოა.

BRITAIN-WOMEN-MUSEUM-HEALTH
BRITAIN-WOMEN-MUSEUM-HEALTH
BRITAIN-WOMEN-MUSEUM-HEALTH

კომენტარები

კომენტარი