კულტურა

ვენეციაში ბენქსის გრაფიტი წყლის ქვეშ მოექცა

როგორც იცით, ვენეცია ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წყალდიდობას ებრძვის. ქალაქის 85% დატბორილია, მათ შორის, ტურისტული ადგილები, სახლები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები. წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს, 187 სანტიმეტრს მიაღწია, ამაზე დიდი მაჩვენებელი მხოლოდ 1966 წელს დაფიქსირდა, მაშინ წყლის დონე 194 სანტიმეტრი იყო.

CNN-ის ცნობით, სტიქიის გამო, შესაძლოა, მთლიანად განადგურდეს ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, ბენქსის გრაფიტი. ნახატი, რომელიც ლტოლვილებს ეძღვნება, წყალმა ნახევრად დაფარა. ინტერნეტში სტიქიის ზონიდან არაერთი ფოტო გავრცელდა. გამოცემის ცნობით, ახლა წყლის დონე ნახატზე გამოსახული პატარა გოგონას მხრამდე აღწევს.

#Banksy meaningful artwork in Venice completed, as he predicted… pic.twitter.com/eQ9yfapZ1Q— Emanuele (@EmanueleBrunno) November 15, 2019

ინტერნეტში, ასევე, ვრცელდება ფოტოები, როგორ გამოიყურებოდა გრაფიტი წყალდიდობამდე, ერთი თვის წინ. აღსანიშნავია, რომ ეს ნახატი წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ მიაკუთვნეს ბენქსის, რაც მხატვრის ინსტაგრამ გვერდზე მისი ფოტო გამოჩნდა.

I was in #Venice last month and took a photo of Banksy’s refugee girl mural. Here’s what that looks like after the flooding.

Left: mine || Right: Rosanna Codino/EPA-EFE#venicefloods pic.twitter.com/rSIm6rEm4T— Anup Kaphle (@AnupKaphle) November 15, 2019

კომენტარები

კომენტარი