ვიდეოები კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ვიდეო: ფანმა ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის ცნობილი ცეკვის სცენის გადაღებისას დააფიქსირა

ინტერნეტში რეჟისორ ტოდ ფილიპსის “ჯოკერის” გადაღებებიდან ხოაკინ ფენიქსის ვიდეო გავრცელდა. ფანმა მსახიობი ზუსტად იმ დროს დააფიქსირა, როცა ის კიბეზე ცეკვის სცენას იღებდა. როგორც იცით, ეს ცეკვა ფილმის გამოსვლის დღიდანვე საკულტო სცენად იქცა. ფანმა აღნიშნული ვიდეო საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადაიღო.

კიბე, რომელზეც ხოაკინ ფენიქსის გმირი ცეკვავს, ნიუ-იორკშის რაიონში, ბრონქსში მდებარეობს. ეს ადგილი ფილმის გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გახდა და რუკაზეც კი აღინიშნა. უამრავი ბლოგერი და ფანი მიდის ამ ადგილზე და ცდილობს გაიმეოროს ცნობილი ცეკვა.

კომენტარები

კომენტარი