საშემსრულებლო ხელოვნება

„ბერლინ კონცერტჰაუსში“ გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილის და ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს კონცერტი გაიმართება

გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილის და ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს კონცერტი „ბერლინ კონცერტჰაუსში“

2017 წლის 29 აგვისტოს „გერმანია-საქართველოს  წლის“  ფარგლებში  „ბერლინის კონცერტჰაუსში“ ექსკლუზიურად შესრულდება პროექტი “GEORGIAN OVERTONES”,  რომლის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე.  პროექტის საპატიო წარმდგენია შვედი ტრომბონისტი, მომღერალი და პროდიუსერი ნილს ლანდგრენი;   მონაწილეობენ:  ახალგაზრდა  გამორჩეული ვირტუოზი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი,  საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლბასიანის  ტრიო: სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძის  და ზურაბ წკრიალაშვილის შემადგენლობით, ბიორნ ანფინსენი – საყვირი,  ელენ ანდრეა ვანგი – კონტრაბასი და  ევა კლესი – დასარტყამი ინსტრუმენტები.

აღნიშნული ღონისძიება  იმართება  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „Young Euro Classic“-ის ფარგლებში,  რომელიც თავისი მნიშვნელობით  მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიებაა. პროექტი “GEORGIAN OVERTONES” ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

29 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკინცერტო დარბაზ  „ბერლინ კონცერტჰაუსში“ გამართული კონცერტი წარმატებული ქართველი და გერმანელი  მუსიკოსების  მონაწილეობით პირდაპირი ეთერით გადაიცემა  ევროპული კულტურის ფრანგულ-გერმანული ტელე-არხ ARTE-ს მეშვეობით. პროექტის ფარგლებში შესრულდება ქართული მუსიკის ნიმუშები და  გიორგი მიქაძის რამდენიმე საავტორო კომპოზიცია.

ბმული: concert.arte.tv/young-euro-classic

პროექტი “GEORGIAN OVERTONES” გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილის და ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს  მონაწილეობით ტარდება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების პირველი ან მეორე ბმული.

კომენტარები

კომენტარი